შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ -18:00სთ
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ძირითადიმოვალეობები:
სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესყიდვების კონტროლი და პროგრამაში დროული ასახვის უზრუნველყოფა
ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი
მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი, პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შედარება
წარმოების ოპერაციების პროგრამაში დროული და კორექტული ასახვის უზრუნველყოფა
წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება
ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი და გამოვლენილი სხვაობების ასახვა
საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, სისტემატიზება და არქივირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
უმაღლესი განათლება
ბუღალტერიის საბაზისო დონეზე ცოდნა
სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დეტალებზე ორიენტირებულობა
ანალიტიკური აზროვნების უნარი
ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი
გისურვებთ წარმატებას!