შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 09:00-18:00 (შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ანაზღაურებად სტაჟირებას
ფასდაკლებას ვაკის ხორცპროდუქტებზე
Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოსისების და ძეხვის დამზადება
- ხორცპროდუქტების ფორმირება ნატურალურ და ხელოვნურ გარსაცმში
- ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვა – ფორმირების, ტემპერატურის, წონისა და სიგრძის პარამეტრების დაცვა პროდუქტის სახეობის მიხედვით
- კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 577 335 022, + 995 577 330 006 ან შეავსეთ განაცხადი