შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ -18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
-
შემოსული კორესპონდენციის შემოწმება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა
-
საგადასახადო აპარატებისა და პროგრამული რეალიზაციის ოპერაციების კონტროლი, მონაცემების შედარება და გასწორება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება)
-
სამეურნეო ხარჯების ასახვა შესაბამის პროგრამაში, დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი და ხარჯების კატეგორიზაცია
-
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მართვა
-
სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული, ეფექტური რეაგირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
-
უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ბუღალტერია, ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება)
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
-
საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება, 1c ჩაითვლება უპირატესობად
-
საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
გისურვებთ წარმატებას!