წარმოების თანამშრომელი - დანადგარის ოპერატორი
29-04-2026 - 31-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: 
http://www.vake.ge  https://www.facebook.com/vakeproducts 

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე
 
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 09:00-18:00 (შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 1500 ლარი
 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • ფასდაკლების ბარათს
  • Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • ხორცის სპეციალურ აპარატში ჩატვირთვა,რომელიც უკავშირდება მთავარ საწარმოო დანადგარს
  • ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვა
  • კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 577 335 022,     + 995 577 330 006 ან შეავსეთ განაცხადი 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!