მექანიკოსი
13-05-2026 - 13-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

 
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
 
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
 
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
 
 
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 09:00სთ-18:00სთ (შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 2000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად
 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • ფასდაკლების ბარათს
  • Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • საწარმოს მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
  • მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების უსაფრთხო და სწორი ექსპლუატაციის კონტროლი
  • ტექნიკის პერიოდული დათვალიერება, შემოწმება, დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • ყოველდღიური შემოვლების განხორციელება საწარმოს ტერიტორიაზე ტექნიკის სწორი ექსპლუატაციისა და აღჭურვილობის ფუნქციონირების შესამოწმებლად
  • შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 577 335 022 , + 995 577 330 006 ან შეავსეთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას ! 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!