ოფის მენეჯერი
29-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: 
http://www.vake.ge  https://www.facebook.com/vakeproducts 

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
 
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ -18:00სთ 
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
 
 
ჩვენგთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass-ის შეთავაზებას
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
  • კვარტალში 1 დამატებითი  Day off
ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა
  • შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრის ოქმების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების/დავალებების დაფიქსირება
  • ოფისის საჭიროებების განსაზღვრა და საოფისე მარაგების დროული უზრუნველყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში ოფისის შესყიდვების ორგანიზება
  • ადმინისტრაციული ხარჯებისა და საჭიროებების აღრიცხვა
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვა
  • სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის მართვა
  • დოკუმენტების მომზადება, მოწესრიგება და დაარქივება
  • ოფისის ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
  • ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი მონიტორინგი
  • ოფისის დიასახლისებისა და ოფისის კურიერების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • კომპანიაში ჩამოსული სტუმრების მიღებისა და მათთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის ტრანსპორტის, განთავსებისა და ვიზიტის განრიგის კოორდინაცია
  • თანამშრომლების მივლინებისთვის საჭირო სასტუმროს, ბილეთებისა და სხვა საჭირო ლოგისტიკური საკითხების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელისა და თანამშრომლების შესაბამისი ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!