ბუღალტერი
20-05-2026 - 20-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: 
http://www.vake.ge  https://www.facebook.com/vakeproducts 

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
 
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ -18:00სთ 
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
 
 
ჩვენგთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  •  Fitpass-ის შეთავაზებას
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
  • კვარტალში 1 დამატებითი  Day off
ძირითადიმოვალეობები:
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების შესყიდვების კონტროლი და ასახვა ბაზაში
  • მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება
  • დებიტორული და კრედიტორული ბარათების მუდმივი მონიტორინგი
  • შედარების აქტების მომზადება და კლიენტებთან ყოველდღიური შედარების პროცესის წარმოება
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, სისტემატიზება დაარქივირება
  • კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბუღალტერიის საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!