შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:
სამუშაო ადგილი: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 09:00-18:00 (შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ანაზღაურებად სტაჟირებას
ფასდაკლებას ვაკის ხორცპროდუქტებზე
Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზება
ფუნქცია-მოვალეობები:
ბუნებრივი გარსის (ნაწლავების) გარეცხვა, გასუფთავება და დამუშავება
ბუნებრივი გარსის (ნაწლავების) ხარისხის შემოწმება და გამოყენებისთვის ვარგისი ნედლეულის შერჩევა
დამუშავებული ბუნებრივი გარსის გადაცემა შემდგომ საწარმოო პროცესში
ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვა
კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 577 335 022, + 995 577 330 006 ან შეავსეთ განაცხადი